Tuesday, June 5, 2018

საკლუბო მუშაობა ისტორიაში

ისტორიის კლუბი

 სკოლაში ვაწარმოებ  ისტორიის საკლუბო მუშაობას




        ისტორიის  კლუბის  სამუშაო გეგმა
        1.      კლუბის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა  და საორგანიზაციო საკითხები 20/09/2017წ
      2 .      "ღვთივკურთხეული მამული ჩემი" 16/10/2017 წ
      3.   ,,ქართველებო! მამულს დაუდექით  ფარად “ 18/04/2018წ
      4. კონკურსი თემაზე  :" ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს  ისტორიას"21/03/ 2018წ    25.05.2018წ.
     

                                 


               დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა კლუბში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადებით მიმართონ სამტრედიის #2 საჯარო სკოლის დირექციას.
 მისამართი სამტრედია ნიკოლაძის ქუჩა #54




                                              განცხადების ფორმა


                                                                           სამტრედიის #2 საჯარო სკოლის დირექტორს 
                                                                          ქალბატონ თეა კარტოზიას
                                                                          ამავე სკოლის   ----  კლასის მოსწავლის-------
                                                                           მშობლის--------------------------------
                                      გ ა  ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 გთხოვთ ჩემი შვილი  -----------   ----------------- ჩარიცხოთ თქვენდამი რწმუნებული სკოლის ისტორიის კლუბში
                                                                               პატივისცემით:                -----------
                                                                                                         /თარიღი/
                                                   კლუბის წესდება
1.  კლუბში ჩარიცხვა ხდება სკოლის  მშობლის განცხადების საფუძველზე დირექტორის მიერ  კლუბის ხელმძღვანელის  ნატო ჯამბურიასთან შეთანხმებით 
2.  კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის შინაგანაწესი
3.  ისტორიისკლუბში მუშაობისას უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული
4.  სკოლაში ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას ისტორიის სწავლით,  ამიტომ თითოეული კლუბის წევრის მუშაობა იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით
5. კლუბში მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოელ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებლი ოპტიმალური დროის შერჩევას  საკლუბო მუშაობისათვის.
6. კლუბის მუშაობის პროცესში დროდადრო  და დასასრულს  მოეწყობა დიდი პრეზენტცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის სწავლით.


  კლუბის წევრები  2017-2018 სასწავლო წელი
  1. ართქმელაძე ეკა
2. გიორგაძე სალომე
3. თევზაძე ანა
4. ვაჩეიშვილი ანა
5. ცხვარაძე ეთერი
6. იაკობაშვილი ნიკა
7. კაცაძე ნინი
8.  ნასარეია მარიამი
9. თარგამაძე ნათია
10. ართქმელაძე საბა
11. მელაშვილი მარიამი
12. ხაჟალია დარეჯანი
13. ღირდალაძე ნინო
14.  გოგიშვილი საბა
15.  ხვედელიძე გერმანე
16. მიქაუტაძე რამაზი
17 თევზაზე სოსო
18.  ხვედელიძე გვანცა
19. გერაძე თემური
20. ადამია რომანი
21. კეკელიძე თამთა
22. ფილიშვილი მარიამი
23.  გოგიშვილი ნიკა
24.  ჩიხლაძე თორნიკე
25. მუქერია ანა

ჩატარებული ღონისძიებები

2017  წლის 16   ოქტომბერს  ისტორიის კლუბის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება თემაზე:
1. "ღვთივკურთხეული მამული ჩემი"

 ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ  ქრისტიანობის გავრცელების შესახებ  საქართველოში. კლუბის წევრებმა მოიძიეს დოკუმენტური მასალები, ვიდეო კადრები ,  რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ.    მათ მიერ მომზადებული და წარმოდგენილი იქნა   ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია,რომელიც გაფორმებული იქნა  საინტერესო მუსიკალური ნომრებით. კლუბის წევრებმა თანმიმდევრობით ისაუბრეს ქრისტიანობის გავრცელებისა და    სვეტიცხოვლის ,როგორც პირველი ქრისტიანული ძეგლის ,წმინდა ნინოს და მეფე მირიანის   შესახებ.










აგრეთვე კლუბის წევრებმა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ,კერძოდ, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების შესახებ ისაუბრეს,რომლებიც მურვან ყრუს მიერ იქნენ სიკვდილით დასჯილნი და  ისინი დაკრძალულნი არიან ბაგრატ III  მიერ აგებულ მოწამეთაში.






ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და  შედეგს მიაღწია. მოსწავლეები საკითხის გარშემო ბევრ მასალას  გაეცნენ და ცოდნა გაიმდიდრეს.



2.   2018 წლის 18 აპრილს ისტორიის კლუბის წევრების ინიციატივით ჩატარდა  ღონისძიება თემაზე  ,, ქართველებო!    მამულს დაუდექით ფარად ". კლუბის წევრებმა მოიძიეს მასალები დოკუმენტური კადრები საქართველოს ისტორიის  ძველი და ახალი  პერიოდების შესახებ .მათ მიერ მომზადებული იქნა ლიტერატურული და მუსიკალური ნომრები.                                                                         







       კლუბის წევრებმა  საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მეფე ფარნავაზიდან     ქრონოლოგიურად წარმოადგინეს      ისტორიული ეპიზოდები  ,  შესაბამისი  ინსცენირებით   ,რომელიც გაფორმებული იყო მუსიკალურად.







მათ მიერ შეფასებული იქნა  საქართველოს უახლესი ისტორიის  მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები.  
სასკოლო პროგრამიდან გამომდინარე ეს თემა მოსწავლეებისათვის  არ იყო უცხო,ამიტომ მასალების მოძიება არც გასჭირვებიათ .გამოყენებული იქნა როგორც სასკოლო, ასევე სხვა მასალებიც რაზეც კი მიუწვდებოდათ ხელი. 









მოსწავლეებმა წაიკითხეს   ქართველ პოეტთა მიერ პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები, შეასრულეს პატრიოტული შინაარსის სიმღერები და ისურვეს თავისუფალ  და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება .
ღონისძიება დამსწრე საზოგადოებისათვის საინტერესოდ  და ემოციურად წარიმართა და  კლუბის  წევრებმა  უმაღლესი შეფასება  დაიმსახურეს.



  3. 2018 წლის  21 მარტიდან 25 მაისის ჩათვლით, კლუბის  ინიციატივით საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით  ,     ჩატარდა   კონკურსი თემაზე: "ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას." კონკურსი სამ ეტაპად    ჩატარდა. კონკურსს     ჰყავდა კომპეტენტური  ჟიური,    რომელიც მასწავლებლებით იყო დაკომპლექტებული . .






  პირველ ეტაპზე  მონაწილეობდნენ      IX   კლასელები , რომელთაგანაც II   ტურში  გადავიდა ათი მოსწავლე,  ხოლო  III ტურში  4 მოსწავლე      ფინალში  მოსახვედრად ეცილებოდა ერთმანეთს.ფინალური ტური გაიმართა  25 მაისს ,რომელშიც  მონაწილეობდნენ:  გვანცა ხვედელიძე, ნინი კაცაძე და მარიამ ნასარეია.მეორე ადგილი გაინაწილეს

გვანცა ხვედელიძემ     და     ნინი კაცაძემ,რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით, ხოლო მარიამ ნასარეიამ მოიპოვა პირველი ადგილი და მას გადაეცა სიგელი და ფასიანი საჩუქარი .( ლინკი დებულების)(https://nataliajamburia.blogspot.com/p/blog-page_6.html)

. ჩატარებულმა  ღონისძიებამ უმაღლესი  შეფსება დაიმსახურა   ,  რადგან  მან  მიზანს    მიაღწია და მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია.

Saturday, June 2, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს,ვისწავლე ბევრი ისეთი რამ ,რაც გამომადგება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.აქტიურად ვიყავი ჩართული ტრენინგის მიმდინარეობაში.გავაკეთე გაკვეთილის პრეზენტაცია,სასწავლო პროცესში გამოვიყენე ისტ-ის სწავლება,ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ.დიდი მადლობა ქალბატონ მარის.

საკლუბო მუშაობა ისტორიაში

ისტორიის კლუბი  სკოლაში ვაწარმოებ  ისტორიის საკლუბო მუშაობას          ისტორიის   კლუბის   სამუშაო გეგმა         1.       კლუბ...