გაკვეთილის პორტფოლიო
გაკვეთილის გეგმა
საგანი - ისტორია
სწავლების საფეხური/ კლასი - საბაზო
- IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა - 18. სსსმ
მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა - გეორგიევსკის
ტრაქტატი და საქართველო
გაკვეთილის
მიზანი - მოსწავლეები
ჩამოაყალიბებენ იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებს, რამაც განაპირობა ქართლ-კახეთის რუსეთთან დაკავშირება, გაეცნობიან ტრაქტატის
პირობებს და გაანალიზებენ იმ შედეგებს,
რაც ტრაქტატის დადებას
მოჰყვა.
ესგ-ს სტანდარტი
ცოდნა
|
ისტ.IX 4.მოსწავლეს
შეუძლია სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.
ისტ.IX 5.მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს საშინაო და საგარეო ფაქტორების
გავლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე.
|
უნარი
|
·
ქრონოლოგიურად აჯგუფებს სხვადასხვა პერიოდის
სოციალური ფენების წარმომადგენლებს და მსჯელობს მათი
ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
·
აანალიზებს
რეფორმებით და სახალხო
გამოსვლებით გამოწვეულ ცვლილებებს.
·
აანალიზებს და ადარებს
საგარეო ფაქტორების გავლენას
ქვეყნის შიდა კონფლიქტზე.
·
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აჯგუფებს
დამოუკიდებლობის დაკარგვის გამომწვევ
საშინაო და საგარეო
ფაქტორებს.
|
წინარე ცოდნა - მოსწავლეებმა
იციან საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა XVIII ს.II ნახევრისათვის. იციან ირანისა
და ოსმალეთის აგრესიული
პოლიტიკის გავლენა საქართველოზე, რამაც განაპირობა
ქართლ-კახეთისა და იმერეთის
მეფეების მცდელობა მოეძებნათ მოკავშირე,
რომელიც მათ ამ აგრესიისაგან დაიხსნიდა.
N
|
ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს ა ღ წ ე რ ა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთო
დები
|
კლასის ორგ
ანიზების ფო
რმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
(წთ)
|
1.
|
აქტივობაN1.
კლასის ორგანიზება-მიზანი :გაკვეთილის
სასწავლო მიზნის და მოლოდინების
განსაზღვრა, პოზიტიური
განწყობის
შექმნა.მასწავლებელი ეს-
ალმება მოსწავლეებს,აცნობს გაკვე
თილის მიზნებსა და შეფასების რუ
ბრიკას, რომელსაც აკრავს
თვალსა- ჩინო ადგილას.
|
საუბარი
|
მთელი
კლასი
|
თაბახის ფუ
რცელზე და-წერილი გაკ-ვეთილის მი-ზანი დაშეფა-სებისკრიტე-რიუმი
|
2წთ.
|
2.
|
აქტივობაN2.
წინარე ცოდნის
გააქტიურება-მიზანი:მოსწავლეებმა გაიხსენონ
გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე არსებული საშინაო
და საგარეო მდგომარეობა და ამ მიზნით
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
·
1.რა დადებითი შედეგი
გამოიღო თეიმურაზ IIისა
და ერეკლე II-ს
გამეფებამ ქართლსა და
კახეთში?
·
2.რა დამოკიდებულებაში იყო
ქართლი და კახეთი ირანისადმი?
·
3.როდის გადაუხადა
ბოლო ხარკი ირანს
ერეკლე II-მ?
·
4.რატომდამთავრდა წარუმატებლად საინგილოს
შემოერთების საქმე?
·
5.რომელ წლებში დაამარცხეს ქართველმა მეფეებმა აზატ- ხანი და აჯიჩალაბი?
·
6.რა გეგმით გაემგზავრა თეიმურაზ II
რუსეთში და რა შედეგით
დასრულდა მისი ელჩობა.
·
7.რა მიზეზით მოხდა ქართლ-კახეთის გაერთიანება და როგორ
შეხვდნენ ამას ქართლის თავადები?
·
8.მიუხედავად იმისა, რომ
ტოტლებენმა ქართული ჯარი მიატოვა და ასპინძის ბრძოლის
წინ ერეკლე მეორემ
ისევ რუსეთს მიაპყრო
ყურადღება რა გააკეთა
ქართლ- კახეთის მეფემ ამ
მიზნით?
·
9.რომელ წლებში
მეფობდა სოლომონ I იმერეთში?
·
10.რამ გამოიწვია ხრესილის
ომი და რა
შედეგით დასრულდა იგი?
·
11რამ გამოიწვია
„მორიგე ჯარის შექმნის
აუცილებლობა და რა შედეგით დასრულდა ეს პროცესი?
·
12.რა შედეგი
გამოიღო 1772 წლის
ელჩობამ რუსეთში?
·
13.XVIII საუკუნის 80-იან
წლებში რუსეთის დამოკიდებულება კავკასიისადმი შეიცვალა, რით იყო
ეს განპირობებული?
·
14.რა შედეგით
დასრულდა ევროპასთან დაკავშირების მცდელობა?
·
15. რა შედეგები მოჰყვა
იმ „სათხოვარ პუნქტებს“ რაც ერეკლე II-მ
ოფიციალურად ითხოვა რუსეთისაგან ?
·
16.როდის გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი
და ვინ მოაწერა
ხელი ორივე მხრიდან?
·
17.რამდენად თანასწორუფლებიანი იყო
ხელშეკრულება? ა. რას ითხოვდა ერეკლე II?ბ.რას პასუხობდა
რუსეთის იმპერატორი?
·
18.რატომ იყო ეს
ხელშეკრულება ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი?
·
19.როგორ განვითარდა მოვლენები,
როგორ შეხვდა ოსმალეთი
და ირანი ამ
ფაქტს?
·
20.საგარეო არეულობას საშინაო
სიძნელეები მოჰყვა, რა იგულისხმება ამაში, როგორ მდგომარეობაშია ერეკლე
მეფე ამ საშინაო
აშლილობის პირობებში?
·
21.ვინ გახდა იმერეთის
მეფე სოლომონ I-ის მემკვიდრე?
·
22.რატომ ჩაიშალა იმერეთისა
და ქართლ-კახეთის გაერთიანების საკითხი?
·
23.რას გულისხმობდა „ტრაქტატი
ივერიელ მეფეთ
·
ა და მთავართაგან დამტკიცებული“?
·
24.როდის შემოვიდა აღა-მაჰმად
ხანი თბილისში?
·
25.როგორ შეხვდა ამას
რუსეთის საიმპერატორო კარი?
·
26.რა შედეგით დასრულდა
კრწანისის ბრძოლა?
·
27.დაასახელეთ ის ნაწარმოებები სადაც
კრწანისის ბრძოლის შესახებ არის საუბარი?
·
28.როდის გარდაიცვალა ერეკლე
მეორე და ვინ
გახდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე?
·
29.რამდენად გამართლებულად შეიძლება
ჩაითვალოს ერეკლე მეორეს გადაწყვეტილება რუსეთთან
კავშირის თაობაზე?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი
კლასი
|
სლაიდები,და
ფა.
|
10წთ.
|
3.
|
აქტივობაN3
წინარე ცოდნის
გამყარება ტესტზე მუშაობით:მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს ფურცლებს სადაც
მოცემულია ტესტები.უხსნის შევსების წესს
და აძლევს დროს.(დანართი1)
|
მუშაობა
ტესტზე.
|
ჯგუფური
|
ფურცელი,
საწერკალამი
|
4წთ.
|
4.
|
აქტივობაN4
მოსწავლეთა ნამუშევარი
მასალის
პრეზენტაცია-მიზანი:გარჩევა,თუ როგორ გაართვეს
თავი მოსწავლე-ებმა სამუშაოს.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფიდან
ერთი მოსწავლე
|
ფურცელი,
საწერიკალამი
|
3წთ.
|
5.
|
აქტივობაN5
წინარე ცოდნის
გამყარება:მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს ფურცლებს, რომელზედაც
მოცემული ტექსტი არის რამდენიმე შეცდომით, რომელიც უნდა გაასწორონ. უხსნის როგორ
შეივსება იგი და აძლევს
დროს. (დანართი 2)
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
ფურცელი,
საწერკალამი
|
4წთ.
|
6.
|
აქტივობაN6
წყაროს პრეზენტაცია-მიზანი:ჯგუფების
მიერ ნაშრომების პრეზენტაცია
და გასწორება.
|
სირთულეების
გამოკვეთა
|
ჯგუფიდან
ერთი მოსწავლე
|
ფურცელი,
საწერკალამი
|
3წთ.
|
7.
|
აქტივობაN7
ახალი მასალის
ახსნა-მიზანი:მოსწავ
ლეებს მასწავლებელი უხსნის
თუ რა ვალდებულებებს კისრულობდა ორივე
მხარე გეორგიევსკის ტრაქტატის
მიხედვით. რა შეზღუდვები ჰქონდა
ქართლ-კახეთს და რისი
სრული უფლება ენიჭებოდა.რომელ წელს
გამოვიდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების
შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან
იმ მიზეზებს რასაც
მოჰყვა ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, სხვადასხვა ფენების
დაკნინება-უუფლებობა.მასწავლებელი
უხსნის მოსწავლეებს იმერეთის
სამეფოს მდგომარეობას, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობის
შედეგებს და ესაუბრება ცარისტული რუსეთის
პრინციპზე „დაყავი და იბატონე“, რომელიც საქართველოში წარმატებით
განხორციელდა.
|
ვერბალური
ახსნა
|
მთელი
კლასი
|
სლაიდები
|
8წთ.
|
8.
|
აქტივობაN8
ახალი მასალის
აღქმა-პრეზენტაციამიზანი:მიღებული ინფორმაციის დემონსტრირება, მასწავლებელი ამოწმებს
მიცემული მასალის ათვისებასა
და გაგებას მოსწავლის
მიერ და ავალებს გაკვეთილის
ბოლოს მოცემულ კითხვებს
გასცენ პასუხი:
1.როდის გარდაიცვალა ერეკლე II და ვინ გახდა
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე?
2.როგორ
შეაფასებდით გიორგი XII-ს მმართველობას და მის
საგარეო პოლიტიკურ კურსს?
3.როდის გამოქვეყნდა მანიფესტი
„ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების“?
4.ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში
რა ცვლილებები მოჰყვა
ამ მოვლენას?
5.როდის გაუქმდა ეკლესიის
ავტოკეფალია და რუსეთისათვის რატომ
იყო მიუღებელი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა?
6.რა ძირითადი
მიზეზები არსებობდა საქართველოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი აჯანყებების
დასაწყებად?
7.ჩამოთვალეთ
ეს გამოსვლები და ისაუბრეთ მის
შედეგებზე.(1820წ. 1804წ. 1812წ.)
8.როგორი
მდგომარეობა შეიქმნა იმერეთის
სამეფოში და რა დოკუმენტს მოაწერა
ხელი სოლომონ II-მ იძულებით?
9.რატომ აღმოჩნდა იმერეთის
უკანასკნელი მეფე რუსეთისათვის მიუღებელი?
10.როგორ
დასრულდა სოლომონ II-ს მეფობა?
11.რა მიზეზით გადაასახლეს
ბაგრატიონთა გვარის წევრები
რუსეთში?
12.რას ნიშნავდა
პრინციპი „დაყავი და იბატონე“ და რომელ სამთავროებს შეეხო იგი?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი
კლასი
|
სახელმძღვა-
ნელო
|
9წთ.
|
9.
|
აქტივობაN9
მოსწავლეთა შეფასება
და საშინაო
დავალების მიცემა-მიზანი: მასწავლებელი
აფასებს მოსწავლეებს და აძლევს მათ
საშინაო დავალებას, დაწერონ
თხზულება: „რუსული ჯარის შემოსვლა და მეფობის
გაუქმება საქართველოში“.
|
ინდივიდუა
ლური
|
შეფასების
რუბრიკა
|
2წთ.
|
ყოჩაღ ნატალია.ძალიან მომწონს შენი ნამუშევრები.წარმატებებიიიი.
ReplyDelete