Tuesday, June 5, 2018

ჩატარებული ღონისძიებები

2017  წლის 16   ოქტომბერს  ისტორიის კლუბის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება თემაზე:
1. "ღვთივკურთხეული მამული ჩემი"

 ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ  ქრისტიანობის გავრცელების შესახებ  საქართველოში. კლუბის წევრებმა მოიძიეს დოკუმენტური მასალები, ვიდეო კადრები ,  რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ.    მათ მიერ მომზადებული და წარმოდგენილი იქნა   ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია,რომელიც გაფორმებული იქნა  საინტერესო მუსიკალური ნომრებით. კლუბის წევრებმა თანმიმდევრობით ისაუბრეს ქრისტიანობის გავრცელებისა და    სვეტიცხოვლის ,როგორც პირველი ქრისტიანული ძეგლის ,წმინდა ნინოს და მეფე მირიანის   შესახებ.










აგრეთვე კლუბის წევრებმა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ,კერძოდ, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების შესახებ ისაუბრეს,რომლებიც მურვან ყრუს მიერ იქნენ სიკვდილით დასჯილნი და  ისინი დაკრძალულნი არიან ბაგრატ III  მიერ აგებულ მოწამეთაში.






ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და  შედეგს მიაღწია. მოსწავლეები საკითხის გარშემო ბევრ მასალას  გაეცნენ და ცოდნა გაიმდიდრეს.



2.   2018 წლის 18 აპრილს ისტორიის კლუბის წევრების ინიციატივით ჩატარდა  ღონისძიება თემაზე  ,, ქართველებო!    მამულს დაუდექით ფარად ". კლუბის წევრებმა მოიძიეს მასალები დოკუმენტური კადრები საქართველოს ისტორიის  ძველი და ახალი  პერიოდების შესახებ .მათ მიერ მომზადებული იქნა ლიტერატურული და მუსიკალური ნომრები.                                                                         







       კლუბის წევრებმა  საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მეფე ფარნავაზიდან     ქრონოლოგიურად წარმოადგინეს      ისტორიული ეპიზოდები  ,  შესაბამისი  ინსცენირებით   ,რომელიც გაფორმებული იყო მუსიკალურად.







მათ მიერ შეფასებული იქნა  საქართველოს უახლესი ისტორიის  მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები.  
სასკოლო პროგრამიდან გამომდინარე ეს თემა მოსწავლეებისათვის  არ იყო უცხო,ამიტომ მასალების მოძიება არც გასჭირვებიათ .გამოყენებული იქნა როგორც სასკოლო, ასევე სხვა მასალებიც რაზეც კი მიუწვდებოდათ ხელი. 









მოსწავლეებმა წაიკითხეს   ქართველ პოეტთა მიერ პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები, შეასრულეს პატრიოტული შინაარსის სიმღერები და ისურვეს თავისუფალ  და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება .
ღონისძიება დამსწრე საზოგადოებისათვის საინტერესოდ  და ემოციურად წარიმართა და  კლუბის  წევრებმა  უმაღლესი შეფასება  დაიმსახურეს.



  3. 2018 წლის  21 მარტიდან 25 მაისის ჩათვლით, კლუბის  ინიციატივით საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით  ,     ჩატარდა   კონკურსი თემაზე: "ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას." კონკურსი სამ ეტაპად    ჩატარდა. კონკურსს     ჰყავდა კომპეტენტური  ჟიური,    რომელიც მასწავლებლებით იყო დაკომპლექტებული . .






  პირველ ეტაპზე  მონაწილეობდნენ      IX   კლასელები , რომელთაგანაც II   ტურში  გადავიდა ათი მოსწავლე,  ხოლო  III ტურში  4 მოსწავლე      ფინალში  მოსახვედრად ეცილებოდა ერთმანეთს.ფინალური ტური გაიმართა  25 მაისს ,რომელშიც  მონაწილეობდნენ:  გვანცა ხვედელიძე, ნინი კაცაძე და მარიამ ნასარეია.მეორე ადგილი გაინაწილეს

გვანცა ხვედელიძემ     და     ნინი კაცაძემ,რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით, ხოლო მარიამ ნასარეიამ მოიპოვა პირველი ადგილი და მას გადაეცა სიგელი და ფასიანი საჩუქარი .( ლინკი დებულების)(https://nataliajamburia.blogspot.com/p/blog-page_6.html)

. ჩატარებულმა  ღონისძიებამ უმაღლესი  შეფსება დაიმსახურა   ,  რადგან  მან  მიზანს    მიაღწია და მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია.

No comments:

Post a Comment

საკლუბო მუშაობა ისტორიაში

ისტორიის კლუბი  სკოლაში ვაწარმოებ  ისტორიის საკლუბო მუშაობას          ისტორიის   კლუბის   სამუშაო გეგმა         1.       კლუბ...